19:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 17:01:39, 720 ნახვა

მსოფლიო
DW - ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრესსპიკერის განცხადებით, "ნავალნისა და სხვა რუსი ოპოზიციონერების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, ისევე, როგორც პატიმრობის არაადამიანური პირობები აჩვენებს, როგორ სასტიკად მოქმედებს რუსული მართლმსაჯულება განსხვავებულად მოაზროვნეების მიმართ".

"გერმანია ითხოვს რუსეთში ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით არიან დაპატიმრებული... შოკისმომგვრელია, რომ რუსეთში ადამიანებს ალექსეი ნავალნის ხსოვნის მისაგებად ყვავილების დაწყობისთვის იჭერენ", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics