00:11 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-19 11:09:38, 904 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - ერთადერთი, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან

არ მგონია, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში რამე შეიცვალოს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, "ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი". 

"ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი და არა ის, რომ ევროპის გვერდით იყოს ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებს იკავებს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეკითხვას - რას მოელით ამ მომენტში ევროპელებისა და ევროკავშირისგან? - პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

"გაფართოება, გაფართოება და გაფართოება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
პენიტენციურის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
შპს "მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე ბიზნესში მიდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics