19:34 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-17 13:33:48, 1043 ნახვა

მსოფლიო
უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და საფრანგეთმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, - ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა თავის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.

როგორც მაკრონი აღნიშნავს, ეს შეთანხმება უფრო მეტად აკონკრეტებს იმ ვალდებულებებს, რომლებიც პარიზმა „დიდი შვიდეულის“ წევრებთან ერთად ვილნიუსში ნატოს სამიტზე აიღო.

„ჩვენი მხარდაჭერა არა მხოლოდ გრძელვადიანია, არამედ მას აქვს კოლექტიური განზრახვა, რადგანაც დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ უკვე მოაწერეს ხელი ამ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს 2024 წელს საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების გამოყოფას.

დამატებითი ხელშეკრულება მოიცავს კიევისა და პარიზის სამხედრო თანამშრომლობას, რაშიც იგულისხმება შეიარაღების ერთობლივი წარმოება, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღებისა და ავიაციის გადაცემა და თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების განსამტკიცებლად“, - განაცხადა მაკრონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
DRI ვახო სანაიაზე: აზრის გამოხატვისთვის დაკავება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics