20:25 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 18:46:38, 924 ნახვა

მსოფლიო
იულია ნავალნაია - მინდა პუტინმა და მისმა მთავრობამ პახუსია აგოს, ეს დღე მალე დადგება

რუსეთის ხელისუფლების მიერ მოკლული ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ განაცხადა, რომ პუტინი და მისი გარემოცვა მწარედ აგებს პასუხს. 

იულია ნავალნაიას თქმით, ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ნავალნისთან, ცნობილია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან, რომელთა ნდობა ძალიან რთულია.

"თუ ეს მართალია, მინდა პუტინმა, მის გარშემო მყოფმა ყველამ, პუტინის მეგობრებმა, მისმა მთავრობამ იცოდნენ, რომ ისინი პასუხისმგებელნი იქნებიან იმაზე, რაც გაუკეთეს ჩვენს ქვეყანას, ჩემს ოჯახს, ჩემს ქმარს. და ეს დღე ძალიან მალე დადგება. და მინდა მოვუწოდო მსოფლიო საზოგადოებას გაერთიანდნენ და დაამარცხონ ეს ბოროტება. " - განაცხადა იულია ნავალნაიამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
Global Finance: საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო AI ბანკია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics