|
2024-02-16 10:15:45, 1017 ნახვა
პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - „სალომეს ფანჩატურს“ არჩევნებზე დიდი პერსპექტივა არ აქვს - მთავარია, 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს
ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა , - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ანტიდასავლური მოძრაობა „ხალხის ძალა“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „სალომეს ფანჩატურს“ არჩევნებზე დიდი პერსპექტივა არა აქვს. "ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს უკვე დაწყებული აქვს მოსამზადებელი სამუშაოები. სხვებზე არანაკლებ აქტიურობს „გლობალური ომის პარტია“, რომლის მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა. კვლევები აჩვენებს, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებში 55-60%-ს მიიღებს, ნაცმოძრაობა – 15-20%-ს, ხოლო 10% გარანტირებულად დაიკარგება იმ პარტიებზე, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ. შესაბამისად, გასანაწილებელი რჩება დაახლოებით 15%, რომელიც დღეს 5-6 სუბიექტს შორის ისე არის დანაწევრებული, რომ 5%-იან ბარიერს ვერცერთი მათგანი ვერ ლახავს. გლობალური ომის პარტიის მთავარი საზრუნავია, ეს 5-6 სუბიექტი ისე შეკრას, რომ ზემოხსენებულ 15%-ს ერთად მოუყაროს თავი, რათა ნაცმოძრაობამ და მისმა ფსევდოშუაშისტურმა დანაყოფმა, რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაკარგონ და ერთად 30-35% მოაგროვონ. მართალია, არჩევნებს ისინი ვერც ასე და ვერც ისე ვერ მოიგებენ, მაგრამ 30-35%-ის პირობებში, აგონიაში მყოფ კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ გადაარჩენენ და ამით, ხელისუფლებაში მისი დაბრუნებისა და აგენტოკრატიის აღდგენის შანსს 2028 წლისთვის მაინც დაიტოვებენ. გეგმის სათავეში სალომე ზურაბიშვილია მოაზრებული, რაც ადასტურებს, რომ გლობალურ ომის პარტიას გათვლებში ძალიან უჭირს. როდესაც ისინი მასთან ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას გაერთიანებას ფიქრობენ, ამით კიდევ უფრო კარგად ჩანს, რომ გლობალურ ომის პარტიაში საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები ძალიან დაბალ დონეზე, ნაკლებად კომპეტენტური აგენტების მიერ მზადდება. სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მოხსენება სხვა არაფერი იყო, თუ არა ფსევდოშუაშისტური პარტიის, ანუ „სალომეს ფანჩატურის“ დაფუძნების ანონსი. მისი გამოსვლის ტექსტს ზედაპირულადაც კი თუ გავაანალიზებთ, აშკარაა, რომ ის, ყველა წინა ტექსტისგან განსხვავებით, არა მისი ადმინისტრაციის „სპიჩრაითერის“, არამედ სპეცსამსახურების მიერ იყო დაწერილი. ასეც და ისეც, ფსევდოშუაშისტური პარტიის შექმნას დიდი წარმატება არ უწერია. სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან სექტემბერში როგორც კი გადადგება, ის იმ მინიმალურ ხიბლსაც დაკარგავს, რაც პრეზიდენტის სტატუსს სდევს თან. გარდა ამისა, დეპუტატობის კანდიდატის რანგში, მას იმაზე მეტი ლაპარაკი მოუწევს, ვიდრე ახლა უწევს. ყველას გვახსოვს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილმა რამდენი სისულელე თქვა, რის გამოც მან „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის პირობებშიც კი, ხმების 40%-ზე ნაკლები მიიღო და კინაღამ მეორე ადგილზე გავიდა. ზურაბიშვილის, ლომჯარიას, ხაზარაძის, გახარიას, მელიას, გვარამიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ერთობა რომ ვერაფრით გაიყიდება არანაცურ გაერთიანებად, ეს კიდევ ცალკე საკითხია. ასე რომ, „სალომეს ფანჩატურს“ დიდი პერსპექტივა არა აქვს. მთავარია, მან 5%-იანი ბარიერიც ვერ გადალახოს, რომ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" 2028 წლისთვის ძალების აღდგენის მინიმალური შანსიც არ დარჩეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
EU-მ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო პაკეტი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი ბრძანებები მიიღეს“, - ზელენსკიმ დაადასტურა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)