|
2024-02-15 13:35:01, 621 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებზე - ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ბარიერის გადალახვა დიდი წარმატება იქნება, რადგან მათ გამარჯვების არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ. როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, „ნაცმოძრაობას“ შეუძლია, „მოქალაქეები ატაროს იქ, სადაც უნდა", მათ შორის, „ხმების მცველის სკოლაში“. „არ ვიცი. ალბათ „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ამის საჭიროება, რომ სკოლაში ატაროს ადამიანები, ვინც ხმას ითვლის. ეს მათი უფლებაა და შეუძლიათ იარონ, არანაირი პრობლემა ამაში არაა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. ამასთან, კახა კალაძე აცხადებს, რომ „ყველამ კარგად იცის, რას წარმოადგენდა პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წარსულში და რა საქმიანობით იყო დაკავებული". „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ადამიანები, პოლიტიკური პარტიები დღეს რაღაც სახელებს რომ ირქმევენ, ყველა აღმოცენებული. „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან. შეიძლება, მაშინ ბატონი ხაზარაძე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული წარმომადგენელი, მაგრამ ჰქონდა თავისი ფუნქცია, რაც ყველამ კარგად ვიცით, რა იყო. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, რა საზიზღრობით გამოირჩეოდნენ და რა სიმძიმით, ყველას კარგად გვახსოვს. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან, არაფერი შეცვლილა - იმავეს აკეთებენ, უბრალოდ, ნაკლები რესურსი და შესაძლებლობები აქვთ. მსგავს ადამიანებს არათუ რამე სიმრავლით შეუძლიათ პარლამენტში მოხვედრა, საერთოდ არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ წარმატების. თუ საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, ეს მათთვის ძალიან დიდი წარმატება იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, ყოველთვის ქართულ საქმეს აკეთებდა და დღესაც დგას იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდება". „ვისმენთ ისეთ განცხადებებს, ქმედებებს თუნდაც პარტია „ლელოდან“, მისი დამფუძნებლების მხრიდან, რომ საოცარია. მუქარებით, ამ განცხადებებით ჩანს, ვინ არიან ისინი და რას წარმოადგენენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა. ეს ყველაფერი პატარა ადამიანების სპეკულაციებია. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყო ამ ქვეყანაში, ყოველთვის აკეთებდა ქართულ საქმეს ხაზარაძისგან განსხვავებით, უამრავი ქველმოქმედება და კეთილი საქმე აქვს გაკეთებული და დღესაც დგას იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს, ამ ქვეყნის მომავალს სჭირდება. ვიცით ხაზარაძეების და ვიღაცების წარსული, ვიცით რით იყვნენ დაკავებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება, ის პოლიტიკური პარტიის წევრი არ იყო, მაგრამ ისეთ სიბინძურეს კადრულობდა და აკეთებდა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასეთ ადამიანებს ყოველთვის გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)