01:40 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 19:32:36, 1025 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნა მნიშვნელოვანია

მე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დისკუსიის გახსნა საერთო საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით და შემდეგ განვიხილოთ ყველა შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, თუ ოპოზიციას საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი ეყოლება ეს მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება.

„იმ პირობებში, როდესაც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას გვექნება ჩვენ-ჩვენი საარჩევნო ნომერი, გვეყოლება ჩვენ-ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გვექნება ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ყველას შეგვიძლია, გვყავდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი განაცხადი იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ერთობის შექმნა იქ, სადაც არის ქვეყნის ინტერესი. რას გადაწყვეტს დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი პერსონალური პრეროგატივაა, თუმცა დღეს ნამდვილად არის ბრძოლის დრო იმისთვის, რომ მოვიტანოთ ცვლილება. იმედი მაქვს, თითოეული ადამიანი აცნობიერებს იმ პოზიტიურ როლს, რომელიც შეიძლება, ჰქონდეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics