21:15 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 18:27:38, 975 ნახვა

მსოფლიო
კამერონი - ისრაელი რაფაჰში მოქმედებების გაფართოებამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს

ისრაელი რაფაჰში მოქმედებების გაფართოებამდე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს , - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.

როგორც კემერონი აღნიშნავს, აუცილებელია დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და მძევლების გათავისუფლება, რომელთა შორის ბრიტანელებიც არიან.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ რაფაჰში მიმდინარე სიტუაციით. თვალსაჩინო რომ იყოს, იქ მყოფმა ხალხმა ოთხჯერ, ექვსჯერაც კი შეიცვალეს ადგილი, ვიდრე რაფაჰში მივიდოდნენ. შეუძლებელია იმის დანახვა, როგორ შეგიძლია, აწარმოო ომი ამ ხალხში. მათ წასასვლელი არსად აქვთ. მათ არ შეუძლიათ სამხრეთით ეგვიპტეში წასვლა. მათ არ შეუძლიათ ჩრდილოეთით წასვლა და თავიანთ სახლებში დაბრუნება, რადგან ნაწილი განადგურებულია. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ შექმნილი სიტუაციით და გვსურს, რომ ისრაელმა შეწყვიტოს და სერიოზულად დაფიქრდეს, ვიდრე შემდგომ მოქმედებებს განახორციელებს“, - განაცხადა ქემერონმა.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა. 

გაეროს ინფორმაციით, რაფაჰში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანია, მათი უმრავლესობა ღაზას სხვადასხვა ადგილიდან არის დევნილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
საქართველოში 3.941 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - ყველაზე მრავალრიცხოვანი 35-39 ასაკის, ყველაზე მცირერიცხოვანი ერთ წლამდე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics