02:08 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-12 17:45:29, 1158 ნახვა

პოლიტიკა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვას აქვეყნებს.

მისალოც ტექსტში, რომელიც ადმინისტრაციამ დღეს, 12 თებერვალს გაავრცელა, ზურაბიშვილი ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის მაღალ დონეზე აყვანის სურვილს გამოთქვამს. 

„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას",- ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მან ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა არ მიულოცა. 

მმართველი პარტიის წევრების განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics