|
2024-02-12 14:34:34, 985 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ხაზარაძეზე - ის „ნაცმოძრაობაა“, ამიტომ ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და რეპრესიები განახორციელოს
საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით, რომ თავად კომკავშირელებს არ უყვარდათ. როგორც ჰყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო, ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება, ციმბირში გადასახლება, ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა ისე, რომ სერვისი გააუმჯობესა და ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება,- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ "ლელოს" ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის თქმით, ხაზარაძე "ნაციონალური მოძრაობაა". "ის ახსენებს პროკურორს. წარმოიდგინეთ, ქვეცნობიერში რა უდევს ამ ადამიანს, მე არ ვარ პროკურორიო, ანუ, პროკურორის საქმეაო. როდესაც ადამიანს კითხვას უსვამენ, რატომ იქნება მოსკოვში ვიღაც - რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილზე სპეკულირებს, მამუკა მდინარაძეზე, თქვენზე თუ ნებისმიერზე - ის ხომ იმუქრება ამით. შეიძლება იფიქრო კაცმა, რომ როდესაც კითხვას შეუტრიალებ, დაზეპირებული პუტინის მსახურების გამო, ამის გამო, იმის გამო და შეიძლება შეტრიალებული კითხვის შემდეგ გიპასუხოს, რომ "მისი ადგილი იქ არის", ან "თვითონ წავა", რაღაცას ელოდები ხომ? დაზეპირებული მესიჯის იქით აღარ იცის, რა უნდა თქვას და უკვე, რასაც ფიქრობს, იმას გეუბნება. ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს - ის "ნაცმოძრაობაა", ამიტომ ფიქრობს რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში და რეპრესიები განახორციელოს, ამიტომ ამ კონტექსტში ახსენებს მისი ქვეცნობიერი პროკურორს და გეუბნება, რომ "მე არ ვარ პროკურორი, რომ ამაზე გიპასუხოთ" - ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ "მესიჯბოქსის" იქით ჯერ ერთი ამ ხალხს არ გააჩნია იმის ინტელექტუალური უნარი, რომ დაზეპირებული "რუსული", "პუტინი" და რაღაცები იძახონ. როგორც კი ეკითხება ნებისმიერი ადამიანი - რატომ მოსკოვში? - მე არ ვარ პროკურორი, გპასუხობთ. ანუ, გაციმბირების ნაცვლად, "გამოსკოვებას" და მოსკოვში გადასახლებას ჰპირდება ის რეპრესიების სახით ადამიანებს. წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა, რამხელა ბოღმა და ბოროტება დევს იმ ადამიანებში, რომლებიც ამას ლაპარაკობენ. თუ გნებავთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, თუ ეს ასე არ არის, ეს "ნაცმოძრაობის" "ლელო" იქნება, თუ გახარიები - ისინიც კარგად გამოირჩევიან ამ კომკავშირული აქტივიზმით. თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი, რა შუაშია პროკურორი? რატომ უნდა ახსენო პროკურორი, თუ ამაში საკუთარი ქვეცნობიერი არ გამხელს",- ამბობს მდინარაძე.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)