02:40 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-10 16:08:55, 1340 ნახვა

პოლიტიკა
ზახაროვა - გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა

გასულ წელს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ პრაგმატულ ხაზს გაჰყვა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსეთი თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით, მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას.

„ჩვენი მხრივ, ჩვენ გავაუქმეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან და აღვადგინეთ პირდაპირი ფრენები, რამაც ხელი შეუწყო ადამიანებს შორის კონტაქტებს და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. ჩვენ მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ ნორმალიზებას, რა თქმა უნდა, თბილისიდან საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით“, - განაცხადა ზახაროვამ

მისივე თქმით, მოსკოვი აგრძელებს „აფხაზი და ოსი მეგობრების დახმარებას სახელმწიფოს მშენებლობაში, უსაფრთხოების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებაში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics