03:34 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-09 12:21:13, 946 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს

ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება“, – მიმართა კახა კალაძემ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტს.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საგამოძიებო უწყებებს მასთან რაიმე სახის კითხვები, თბილისის მერი პასუხობს, რომ მისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არც სპორტში და არც პოლიტიკაში ყოფნის დროს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„არა, არასდროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე – სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ უბრალოდ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს. სად უნდა ეძებოთ ასეთი ადამიანები, მაგასაც მიგასწავლით, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში და ა.შ.“, - დასძინა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics