04:28 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 18:11:49, 839 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ EU-ის წევრი ქვეყანა გახდეს

ჩვენი საგარეო პოლიტიკა აქტიურად იქნება მიმართული საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაცია, რაც, როგორც მოგეხსენებათ, 2017 წელს, ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა.

კობახიძის თქმით, ხელისუფლების მიზანია, საქართველო 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ იყოს მომზადებული იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს.

"კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი ევროინტეგრაციის მიმართულებით. ბუნებრივია, აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე აქვს დამტკიცებული შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება , 2030 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, გაგრძელდება აშშ-სთან და ნატოსთან აქტიური თანამშრომლობა.

"გაგრძელდება თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან პოლიტიკური პარტნიორობის გაძლიერების კუთხით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში - რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. ასევე გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა ნატოსთან. როგორც ასპირანტი ქვეყანა, საქართველო განაგრძობს ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენებას, წვრთნებსა და სწავლებებში მონაწილეობას, აგრეთვე პრაქტიკულ და პოლიტიკურ თანამშრომლობას ინდივიდუალურად მორგებული პროგრამის ფარგლებში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics