04:28 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 11:19:36, 721 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე მეწყერზე - მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს

პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს, - ამის შესახებ დედაქალის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, სოფელ ნერგეეთში მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი წუხელ ჩამოწვა, რის შედეგადაც მიწის მასაში 4 საცხოვრებელი სახლი მოჰყვა. მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ ერთი პირის გამოყვანა შეძლეს. სტიქიის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ხოლო ძებნა-შველის ღონისძიება კიდევ 5 დაკარგულის მიმართ მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics