04:55 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 14:46:07, 647 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - როდესაც უკრაინული მხარე ცდილობს, საქართველო ხელოვნურად აქციოს რუსეთის სამიზნედ, ძალიან შემაშფოთებელია

როდესაც უკრაინული მხარე გარკვეული წარმომადგენლებით, საუბარია პოლიტიკოსებზე, ცდილობს, რომ საქართველო აქციოს რუსეთის სამიზნედ აბსოლუტურად ხელოვნურად, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელია. როდესაც ამას მხარს უჭერს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კონკრეტული ე.წ. ექსპერტი, რომელიც იმავდროულად არის "სირცხვილიას", ანუ "ნაცმოძრაობის" აქტივისტი, ეს კიდევ უფრო მეტად შემაშფოთებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ უფროსი მკვლევარის, ქეთი შოშიაშვილის მიერ სუს-ის მიერ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების გატანის მცდელობის აღკვეთაზე გაკეთებული განცხადების შესახებ, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა თქვა:

"ეს ადამიანები ვერ მალავენ საკუთარ ბოროტ ზრახვებს ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. მათ სურდათ მეორე ფრონტი, საქართველოში მძიმე სცენარების განვითარება - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამის მორიგი გამოხატულებაა. 

როდესაც ვიღაც ცდილობს, ქვეყნის გარეთ, ქვეყნის შიგნით, საქართველო რუსეთის აგრესიის სამიზნედ აქციოს, ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და შემაშფოთებელი. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც პრინციპში, ღიად ამბობდნენ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებსაც სურდათ და ალბათ, დღესაც სურთ, მეორე ფრონტი ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ფაქტები რაც ვიხილეთ, რაც გამომჟღავნდა სუს-ის მხრიდან, არის ამ ყველაფრის მორიგი დადასტურება",- ამბობს კობახიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics