05:30 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-06 11:54:18, 759 ნახვა

პოლიტიკა
მიქანაძე - ზურაბიშვილი არჩევნებამდე, სავარაუდოდ, გადადგება და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება

გვაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავის პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ოპოზიციის ნარატივზეა გადასული".

"სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, ერთი წელიწადია, მთლიანად არის ოპოზიციის ნარატივზე გადასული და ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ადამიანი, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავის პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება, რითაც შეეცდება, საზოგადოება გარკვეულწილად შეცდომაში შეიყვანოს, რომ თითქოსდა ეს არის რაღაც სხვა ძალა და არა "ნაციონალური მოძრაობა". ამ დროს, ყველა ის ძალა, რომელთანაც სალომე ზურაბიშვილის შემდგომი კოალიცია შესაძლებელია განხილულ იქნეს, ეს იქება "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო", გვარამია, გახარია თუ ა.შ. ეს ყველა არის ის შენაერთები, რომლებიც ერთიანობაში წარმოადგენენ "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა მიქანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 6 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics