05:53 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 13:03:49, 701 ნახვა

პოლიტიკა
ჩიქოვანი - ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება

ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ადგილობრივი მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა თავდაცვის ძალებისთვის პროდუქციის სწრაფ და დაბალ ფასში მიწოდებას უზრუნველყოფს.

„თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, 2024 წელს თავდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებაზე. აღნიშნული პროცესი წარიმართება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. ამ მიმართულებით 2024 წელს 230 მილიონი ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტით. მიმდინარე წელს გაგრძელდება თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროცესი. თანამედროვე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის მიზნით. ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა. 2024 წელს, ამ მიმართულებით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული, რაც სხვადასხვა სამხედრო ობიექტების მშენებლობას და შენახვის ხარჯებს მოხმარდება. საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერების გზაზე და დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი სამხედრო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობას, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის სწრაფ და შედარებით დაბალ ფასში მიწოდებას თავდაცვის ძალებისთვის. ქართული სამხედრო მრეწველობა უნდა გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და კონკურენტული გლობალურ ბაზარზე. შესაბამისად, ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებისთვის ახალი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics