05:53 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-05 12:09:58, 728 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე პოდოლიაკის განცხადებაზე - უკრაინისთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია

გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი უკრაინისთვის პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

კალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ დანაშაულშია ბრალდებული და გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც სასჯელის ვადა ამოეწურება.

„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს. გამიჭირდება დეტალებში შევიდე და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა პირველი, რაც მინდა, ამ ქვეყანას ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ მტერს არ ვუსურვებ, რაც უკრაინაში ხდება - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი, უმძიმე მდგომარეობაა. ამიტომ, მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე - სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც სასჯელს მოიხდის, გათავისუფლდება“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics