22:19 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-03 17:59:44, 1118 ნახვა

მსოფლიო
სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა

სირიასა და ერაყში აშშ-ის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად 40-მდე ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერაყის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი „სახალხო მობილიზაციის ძალების“ ცნობით, დარტყმებს მათი 16 წევრი ემსხვერპლა, მათ შორის მებრძოლები და მედიკოსები.

მომხდარის შემდეგ, ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ის ელჩი დაიბარეს და მას ფორმალური პროტესტი გამოუცხადეს.

როგორც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, აშშ-მა ირანთან დაკავშირებულ 7 ობიექტზე იერიში მიიტანა - სამი მათგანი ერაყში მდებარეობს, ოთხი კი სირიაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics