|
2024-01-30 21:36:49, 920 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის
უკრაინა, როგორც ნატოს წევრი, ალიანსის პოტენციალს მნიშვნელოვნად გაზრდის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს ყოგილ გენერალურ მდივან, ანდერს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის არმიას რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში ფასდაუდებელი გამოცდილება აქვს. "როგორც NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, უკრაინა შეძლებს მნიშვნელოვნად გაზარდოს ალიანსის პოტენციალი. ჩვენს არმიას აქვს ფასდაუდებელი გამოცდილება რუსული აგრესიისგან თავდაცვის საქმეში. დღეს შევხვდი ანდერს ფოგ რასმუსენს, NATO-ს გენერალურ მდივანს 2009 წლიდან 2014 წლამდე. მადლობა გადავუხადე კიევის უსაფრთხოების შეთანხმების შემუშავებაში დახმარებისთვის, რომელიც ემსახურებოდა G7 ვილნიუსის დეკლარაციის საფუძველს და ითვალისწინებდა უსაფრთხოების მნიშვნელოვან ვალდებულებებს. ჩვენ უკვე მივაღწიეთ პირველ შედეგებს ამ გზაზე", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)