|
2024-01-30 16:38:41, 727 ნახვა
მსოფლიო
ბორელი - არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს - ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას
არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ პუტინმა გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ მისი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ფრანგულ გამოცემა „ლე ნუველ ობსერვატორიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს. ბორელის თქმით, რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. „ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. რუსეთი შეამცირებს ზეწოლას თავის მეზობლებზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის გზას უფრო მსუბუქს გახდის და საშუალებას მისცემს ევროპასა და მსოფლიოს, თავიანთი ყურადღება სხვა გამოწვევებზე მიაპყრონ. ჩვენი დახმარებით, უკრაინას შეუძლია, რუსეთის იმპერიული ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელზე გაგზავნოს. ეს არის ის, რაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს“, - წერს ბორელი. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთმა უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა. „ხშირად ძალიან ნელა ვმოქმედებდით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ხშირად მხოლოდ მაშინ ვიღებდით გადაწყვეტილებას გვემოქმედა, როდესაც რუსეთი უპირატესობის მოპოვებით იმუქრებოდა. ეს ყოყმანი მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასი დაჯდა. ჩვენ უნდა შევცვალოთ უკრაინის მხარდაჭერის პარადიგმა: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“ უნდა შევცვალოთ შემდეგი სიტყვებით: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რაც არ უნდა დასჭირდეს მას“. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად საჭირო საშუალებები, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა მოწინავე იარაღის სისტემები. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა“, - აღნიშნულია სტატიაში.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)