07:10 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 13:58:02, 783 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - ჩვენი მიზანია, მთავრობის შემადგენლობა მომავალ კვირას დავამტკიცოთ

ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, მთავრობის დამტკიცება რამდენიმედღიანი პროცედურაა, სამთავრობო პროგრამის განხილვა ჯერ კომიტეტებში, შემდეგ კი, პლენარულ სხდომაზე ხდება.

„განხილვა რამდენიმე დღეზე გადანაწილდება. ჩვენი მიზანია, მომავალ კვირას დავამტკიცოთ მთავრობის შემადგენლობა. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაც იქნება, რადგან, რეგლამენტით, საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის მისი მიმართვა. ყველა ეს პროცესი მომავალ კვირაში დასრულდება. ჩემს ყოველწლიური ანგარიშს თებერვლის მომავალ სასესიო კვირაში წარვადგენ.გეგმაა, რომ მთავრობა მომავალ სასესიო კვირაში დამტკიცდეს",- ამბობს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 იანვარს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს მთავრობის მეთაურის პოსტზე "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics