00:52 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-30 10:41:47, 909 ნახვა

მსოფლიო
სიიარტო კულებასთან შეხვედრაზე - მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის

ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სიიარატოს თქმით, მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დაეთმო.

"აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ აღვადგინოთ ნდობის ატმოსფერო ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. ვფიქრობ, ამ მიმართულებით იმედის მომცემი ნაბიჯები გადავდგით. ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და ბევრი სამუშაო იქნება, მაგრამ უნგრეთის მხრიდან ჩვენ მზად ვართ, შემდგომი ერთობლივი მუშაობისთვის. 

მოლაპარაკებებზე დროის ნაწილი ეროვნული უმცირესობების საკითხს დავუთმეთ. ვთხოვთ უკრაინის მთავრობას, უზრუნველყოს ის უფლებები, რომლებითაც უნგრული უმცირესობის წარმომადგენლები 2015 წლამდე სარგებლობდნენ. ვიმედოვნებთ, რომ შედეგი იქნება მიღწეული და მიღწეული გადაწყვეტილებები დაფიქსირებული იქნება კანონმდებლობაში", - განაცხადა სიიარტომ.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარატო უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გუშინ, 29 იანვარს ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში პიტერ სიიარატო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებასა და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics