|
2024-01-29 19:32:51, 1027 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას
ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება. „ამაზე [ცვლილებებზე] მას შემდეგ ვილაპარაკოთ, რაც პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ყველა ცვლილება ხორციელდება ყოველთვის იმ იმედით, რწმენით და რეალური არგუმენტებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. ამ შემთხვევაში ეს მომავალ პრემიერ-მინისტრზე, ჯერ-ჯერობით სახელის და გვარის გარეშე. რაც შეეხება პარტიას, კიდევ ერთხელ მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო სამი წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია, რა წარმატებაც მისი ხელმძღვანელობით ამ ქვეყანამ მიიღო. ამ წარმატებების ჩამონათვალი ვრცელია და შეიძლება ამის ერთ-ერთი პოზიტიური ფინალი იყოს კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად ამ ყველაფრისა, დარწმუნებულები ვართ, რომ მისი საქმიანობა პარტიაშიც ასეთივე წარმატებული იქნება. ჩვენ, ყველანი ერთად, ერთიანი გუნდით, ერთიანი ჟინით, მონდომებით, მეგობრულად, გუნდურად გავალთ არჩევნებზე, კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ, ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს ამაზე ვილაპარაკოთ და შემდეგ ეროვნული ინტერესების უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)