00:51 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 19:41:14, 1556 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

აღნიშნული ეხება ყველა ეკონომიკურ სანქციას, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ივლისიდან შემოიღო. ეს სანქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შემოჭრის საპასუხოდ.

ამჟამად სანქციები შედგება სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრისგან, მათ შორის შეზღუდვები ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებსა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, მრეწველობაზე, ტრანსპორტსა და ფუფუნების საქონელზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics