07:34 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 13:45:18, 1351 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს დატოვებს, კობახიძის კანდიდატურას მოწინაღმდეგეები ჰყავს

საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობას დატოვებს. თავდაპირველი ინფორმაცია ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა. უკვე არსებული ინფორმაციით, ღარიბაშვილს "ქართული ოცნების" მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეცვლის.

"ექსპრესნიუსმა" ინფორმაცია, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გადაამოწმა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, 24 იანვარს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტსაბჭოს შეხვედრაში პოლიტიკაში ახლად დაბრუნებული ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა.

სწორედ ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა უკმაყოფილება შესაძლო კორუფციულ სკანდალებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს პარტია დიდი რისკის ქვეშ დგას.

ამასთან "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი კობახიძის წარდგენასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე მოწინააღმდეეგებიც ჰყავდნენ.

კობახიძის მოწინაღმდეგეთა არგუმენტით, მისი ფიგურა მოსახლეობაში ძალიან არაპოპულარულია და პარტიას დააზარალებს. პრემიერის შემცვლელის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics