07:34 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-29 13:10:03, 888 ნახვა

პოლიტიკა
მანჯგალაძე - „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპის რეკომენდაციებს სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები სიტყვის და აღიარების დონეზე იზიარებენ ევროპის რეკომენდაციებს, შენიშვნებს, პირობას. მოლოდინი არ მაქვს, რომ "ქართული ოცნება" შეიცვლის ზნეს და დეოლიგარქიზაციის პროცესს, საარჩევნო რეფორმას ან სასამართლო რეფორმას დაიწყებს,- ამის შესახებ "რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობით, სახელისუფლებო გუნდს საქმეზე ორიენტირებულ საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.

"ერთი კარგი რამ, რაც ჩვენი მისვლით გავაკეთეთ, არის ის, რომ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრის ნაცვლად, "ქართული ოცნება" გადმოვიყვანეთ საქმეზე ორიენტირებული პოლიტიკის დღის წესრიგზე. ეს ნიშნავს, რომ მათ დაიწყეს რეფორმებზე საუბარი. ეს ნამდვილად არის ჩვენი მიღწევა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე დისკუსიას და ხალხი თვალნათლივ დაინახავს, რომ ქვეყანაში დღეს არსებულ სიღარიბეს, უმუშევრობას, ემიგრაციის არნახულ მასშტაბს აქვს ერთადერთი მიზეზი და ეს არის "ქართული ოცნება". ჩვენი დღევანდელი მოსვლით "ქართულ ოცნებას" გამოვაცალეთ საფუძველი, ისაუბროს რადიკალურ ოპოზიციაზე. მათ მოუწიათ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამ ქვეყანას აქვს პრობლემა - "ქართული ოცნება" და სახელების და გვარების შეცვლით ეს პრობლემა არ გვარდება. აუცილებელია სისტემის შეცვლა",- აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს, რომელშიც  შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics