08:01 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-27 16:36:29, 961 ნახვა

პოლიტიკა
ცაგარეიშვილი ხაბეიშვილზე - შეშფოთება შევატყვე კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა

შეშფოთება შევატყვე ბატონ ხაბეიშვილს, კომიკურ ფიგურას, რომელიც საქართველოს ამოტრიალებული რუკით ოპერირებდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა "POSTV"-ის ეთერში განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, "ხაბეიშვილი, გვარამია-მელიას ფლანგს, რომელიც პარტიის შექმნას აპირებს, მოუწოდებდა, ერთმანეთისთვის ხმები არ წაერთმიათ".

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის გვარამიას და მელიას გაერთიანება სიახლე არ იქნება.

"სააკაშვილი რომ კითხულობდა უკუღმა წიგნს, თხა და გიგოსავით, ზუსტად ის არის ხაბეიშვილი, რომელიც ამოტრიალებული რუკით საუბრობდა, რომ ჩვენს მხარეს ქვების სროლას ყველამ თავი დაანებოს და ერთმანეთს ხმებს ნუ წავართმევთო. რა თქმა უნდა, ეს არის გვარამია-მელიას ფლანგისკენ მოწოდება, რომელიც თებერვლის დასაწყისში აპირებს პარტიის შექმნას და ვფიქრობ, ამით დასრულდება ე.წ. სიახლეები. თუმცა, სიახლე რა არის აქ, ვინ არის ახალი? ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ფორმაციის საზოგადოებაში, ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა არის მხოლოდ მაშინ, როცა არის რაიმე სიახლე, როცა ამომრჩეველი შენს პოლიტიკურ პლატფორმაში დაინახავს სიახლეს, დაგიჯერებს და გამოგყვება არჩევნებზე. რა არის აქ სიახლე? - ზიზღის გარშემო გაერთიანებული ადამიანები, რომლებიც შინაგანად ამ ზიზღმა გამოხრა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics