01:28 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-26 09:17:52, 1737 ნახვა

მსოფლიო
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა.

სააგენტოს ცნობითვე, ერდოღანის ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატოში.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარი 23 იანვარს დაუჭირა.

შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას პარლამენტის 346 დეპუტატიდან 287-მა დაუჭირა მხარი, 55 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი, კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics