03:19 - 07 Jul, 2026
|
2024-01-23 20:14:47, 717 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მონაწილეებს მოუწოდა, უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის მეტი გააკეთონ
აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დისტანციურად დაესწრო უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-18 შეხვედრას, სადაც უკრაინის სამხედრო საჭიროებებზე იყო საუბარი. ოსტინმა საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მოუწოდა, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების თვალსაზრისით მეტი გააკეთონ. „უკრაინის ბრძოლა მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი ქვეყნისთვის. უკრაინის არაჩვეულებრივი მებრძოლები აგრძელებენ ბრძოლას კრემლის დამპყრობლების წინააღმდეგ. პუტინი აგრძელებს დიდი რაოდენობის ჯარისკაცების მსხვერპლად გაწირვას მის მიერ არჩეულ უგუნურ და დაუფიქრებელ ომში. პუტინი იმედოვნებს, რომ რაკეტებითა და თვითმფრინავებით შეძლებს უკრაინელი ხალხის დემორალიზაციას და დაარღვევს უკრაინელი სამხედროების საბრძოლო მორალს“, - განაცხადა ოსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)