|
2024-01-22 13:20:19, 635 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში გაცილებით დიდია, ვიდრე პარტიული ინტერესებია
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „იბრძვიან, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში როგორმე 5%-იანი ბარიერი გადალახონ, ქვეყნის განვითარების რეალური გეგმა კი, მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ გუნდს გააჩნია“. დედაქალაქის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში იმიტომ დაბრუნდა, რომ მმართველი პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აგებს. „ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე და კარგად ვიცით, რა ხდება, რა მდგომარეობაა ქართულ პოლიტიკაში - რომელ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს. ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი დღეს იბრძვის იმაზე, რომ როგორმე 5%-იანი ბარიერის გადალახვა შეძლოს. რეალურად, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც შესწევს ძალა, გაატაროს ქართული პოლიტიკა, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესები; დაიცვას ჩვენი ქვეყანა; შეინარჩუნოს მშვიდობა და მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე არ ვსაუბრობ. კიდევ უფრო მაღლა დავაყენებდი მის როლს - ჩვენი ქვეყნისთვის, სამშობლოსთვის და ხვალინდელი დღისთვის ამ ადამიანის როლი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ. კითხვას, რა პოტენციალი აქვთ ოპოზიციურ პარტიებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, კახა კალაძე პასუხობს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უალტერნატივოა. „ქართულ ოცნებას“ დღეს აქვს იმხელა მხარდაჭერა საზოგადოებაში, როგორიც 2012 წლის შემდეგ არ ჰქონია. ოპოზიცია იბრძვის, რომ როგორმე მოახერხოს საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ესაა რეალობა და მოცემულობა, რაც დღეს ქართულ პოლიტიკაში გვაქვს. „ქართულ ოცნებას“ აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს და მომავალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვოს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)