09:02 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-20 17:09:27, 773 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარტიებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ მოქალაქეებისგან ხმას მიიღებენ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა.

კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ 60 პროცენტს აიღებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ბოლო პერიორდში ჩატარებული კვლევები.

„ნახეთ ნებისმიერი კვლევა,  თანაფარდობა „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ნახავთ, რომ ზუსტად ამ თანაფარდობის ამსახველია. ყველა კვლევა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა, აჩვენებს ზუსტად ამ ტენდენციას, თანაფარდობას. რა ჰგონია ოპოზიციას, ეს მიკვირს. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს? რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს – მოუტანა ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა და დღეს ვხედავთ კიდევ დამატებითი კონფლიქტები წარმოიშვება ჩვენ გარშემო და საქართველო რჩება კვლავ ოაზისად, რომელიც ინარჩუნებს სათანადო დონეზე სიმშვიდეს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის. მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი და ყველა ის სიკეთე, სოციალური თუ ეკონომიკური, თუ უსაფრთხოების საკითხებში რაც არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics