09:29 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 18:03:54, 851 ნახვა

პოლიტიკა
სონღულაშვილი ჩინეთში ვიზიტზე - ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შესაძლებლობას უხსნის

მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური ურთიერთობები ჩინეთთან და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ჩატარებული იყო საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები, რაც დიდ შესაძლებლობას უხსნის ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა შანხაიში ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტი სრულდება და შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობაზე.

„დღევანდელ დღეს მთავრდება ვიზიტი. ბოლო შეხვედრები გვქონდა შანხაიში. მოგეხსენებათ, რომ შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრია და საკმაოდ მნიშვნელოვანია შანხაისთან ცალკე მდგომად განხილვა ეკონომიკური ურთიერთობების. ჯამში, როგორც შანხაიში, მთლიანად ჩინეთს აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები, მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთი ეკონომიკური სიდიდით მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, შესაბამისად, შესაძლებლობები უსაზღვროა და მნიშვნელოვანია, ჩვენ ქვეყანას და ჩინეთს შორის გამოყენებული იყოს და ათვისებული იყოს მაქსიმალურად ის შესაძლებლობები და ის პოტენციალი, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია, დაწყებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობებიდან, ასევე იმ დიდი პერსპექტივის განვითარებით, რასაც შუა კორიდორი ჰქვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ ორ ქვეყანას შორის კიდევ ერთხელ გაესვა თანამშრომლობას ხაზი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics