03:45 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 13:12:20, 933 ნახვა

მსოფლიო
მედია - „ჰუსიტები“ თავს დაესხნენ ბერძნულ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

16 იანვარს, იემენელი "ჰუსიტები" წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, რომელთა შორის 20 უკრაინის, 3 ფილიპინებისა და ერთი საქართველოს მოქალაქეა.

გამოცემის ინფორმაციით, "ჰუსიტების" რაკეტა გემს იმ დროს მოხვდა, როდესაც ის ისრაელისკენ მიემართებოდა.

.როგორც "ჰუსიტების" სამხედრო წარმომადგენელმა განაცხადა, თავდასხმა მას შემდეგ წამოიწყეს, რაც ეკიპაჟი "გაფრთხილებას არ დაემორჩილა". 

"ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ გადაწყვეტილების განხორციელებას წითელ და არაბეთის ზღვებში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვის შესახებ, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში", - განაცხადა "ჰუსიტების" სამხედრო წარმომადგენელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics