01:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 22:34:19, 628 ნახვა

მსოფლიო
სალივანი - აგრესორს როცა საშუალებას აძლევენ, დაიკავოს მეზობლის ტერიტორია და საფასური არ გადაიხადოს, ის თავის მოქმედებას განაგრძობს

ორი წლის წინ, ამ დღეს პუტინს მობილიზებული ჰყავდა 180 ათასი სამხედრო უკრაინის საზღვარზე და ქვეყანა სამი მხრიდან ალყაში ჰყავდა მოქცეული, ის ელოდებოდა სწრაფ გამარჯვებას, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხი, - ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთის ინტერვენციამ მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და გააძლიერა ნატოს სიმტკიცე, რომლის შესუსტებაც პუტინს სურდა.

„პუტინი ელოდებოდა სწრაფ გამარჯვებას, რომ გაგზავნიდა ტანკების კოლონას კიევში და დაამხობდა უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, რომ ის შეასუსტებდა ნატოს და აღადგენდა რუსეთის გავლენის სფეროებს, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხი. ორი წელია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, 50-ზე მეტი პარტნიორისგან შემდგარი კოალიციის დახმარებით, უკრაინელი ხალხი რჩება უდრეკი მოწინააღმდეგის წინაშე, რომლის ეკონომიკა უკრაინისაზე ათჯერ დიდია, მოსახლეობა სამჯერ მეტია, ხოლო შეიარაღებული ძალები ოდესღაც მსოფლიოში სიძლიერით მეორე ადგილზე მიიჩნეოდა.

ორი წლის შემდეგ პუტინმა არა მხოლოდ ვერ მიაღწია თავის იმპერიალისტურ მიზანს, დაიმორჩილოს უკრაინა, არამედ მისმა ინტერვენციამ მხოლოდ გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი, ის სუვერენიტეტი, რომლის განადგურებასაც ის ცდილობდა, და გააძლიერა ნატოს სიმტკიცე, რომლის შესუსტებაც მას სურდა. ის ფიქრობდა ნატო-ს შესუსტებას, თუმცა მისმა ქმედებებმა ჩვენი რიგები მხოლოდ გაზარდა“, - განაცხადა სალივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics