|
2023-12-30 15:02:05, 1025 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილზე - ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში - მქონია კონსულტაციებიც
"მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო სამი წლის განმავლობაში. მე პირადად არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მე მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიძინა ივაიშვილთან კონსულტაციები სტრატეგიულ საკითხებზე ჰქონდა. "რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და რაც მთავარია, მინდა აღვნიშნო, ის, რაც უკვე თავად ბატონმა ბიძინამ თქვა თავის სიტყვაში, მე მინდა გითხრათ, რომ ფასდაუდებელი იყო მისი როლი ბოლო 3 წლის განმავლობაში. მე პირადად, არ დამიმალავს და დასამალი არაფერი არ არის, მქონია კონსულტაციებიც, იმიტომ, რომ ისეთი რთული პერიოდები გამოვიარეთ, ისეთი რთული კრიზისები გამოიარა გუნდმა მთლიანად, რომ აუცილებელი იყო კონსულტაციების გამართვა, მე ვგულისხმობ, სტრატეგიულ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა ქვეყნის ბედს, ქვეყნის გადარჩენას და ზოგადად, სწორად ნავიგაციას, ასე ვთქვათ, ამ ტურბულენტურ სიტუაციაში. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა. აქვე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ის, რომ როგორც იქნა, ჩვენს ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, დამყარდა უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქართველ ხალხს მანამდე არც ერთი მმართველის დროს არ გამოუცდია. ასევე მინდა დავამატო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკაში მოსვლამდეც და პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც, მე ვიცოდი და ვიცით ყველამ, რომ ბატონი ბიძინას მთავარი მიზანი და მისი, დავარქვათ ასე, მთავარი მისია, შეიძლება ასე ითქვას და ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. ქვეყანა უნდა მომზადდეს გასაერთიანებლად. ამ საქმეშიც, რა თქმა უნდა, ამ ყველაზე დიდ, ეროვნულ საქმეში ბატონი ბიძინას როლი იქნება უნიკალური და შეუცვლელი", - განაცხადა პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)