|
2023-12-26 16:55:29, 818 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - მთავრობის სამოქმედო გეგმა უშინაარსო დოკუმენტია - „ოცნების“ გზავნილია - „არ მინდა ევროკავშირი“
იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ სამოქმედო გეგმას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელისუფლების ცვლილება და სწრაფი რეფორმებია საჭირო, რომელსაც „გამარჯვების კოალიცია“ განახორციელებს. „კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ამ დოკუმენტს მალავდა ერთი თვე ხელისუფლება, რა შეიძლება ვუწოდოთ ამას? „ქართული ოცნების“ პირდაპირი გზავნილია -„არ მინდა ევროკავშირი“. იმდენად უშინაარსო და არაფრისმომცემი დოკუმენტია, რომ ცალსახად აჩვენებს, „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ამიტომ, უნდა გავიმარჯვოთ არჩევნები, გავატაროთ სწრაფი რეფორმები, რომლებიც დაჩქარებული წესით შეგვიყვანს ევროკავშირში. ჩვენი, „გამარჯვების კოალიციის“ ამოცანა სწორედ ეს არის. უბრალოდ მინდა ვთხოვო საზოგადოებას - წაიკითხეთ, რამდენად უშინაარსო და აბსურდული დოკუმენტი გამოაქვეყნეს",- აცხადებს ვაშაძე. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესრულების სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)