13:15 - 07 Jul, 2026
|
2023-12-24 15:19:59, 955 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენსა და ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ საუბრისას ისრაელის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობა განიხილეს და სამოქალაქო პირთა სიცოცხლის დაცვის საჭიროებასა და "ჰამასის" მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრეს. როგორც Reuters-ი წერს, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ისრაელის პრემიერ-მინისტრისთვის "ცეცხლის შეწყვეტა არ უთხოვია". ბაიდენმა სატელეფონო საუბრის დეტალებზე დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ ეს "პირადი საუბარი" იყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)