14:10 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-22 15:34:33, 792 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს ყრილობას გამართავს

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს, 350-მდე დელეგატის მონაწილეობით ყრილობა გაიმართება. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდება და 20 წევრის ნაცვლად, 15 წევრი აირჩევა.

"ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში იქნება განხილული საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკურ საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა.

პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, თორნიკე რიჟვაძე, გიორგი ვოლსკი, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ანრი ოხანაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი.

პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის პარტიის თავმჯდომარე",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics