|
2023-12-16 18:30:18, 722 ნახვა
პოლიტიკა
ქადაგიშვილი პრეზიდენტზე - თავადვე არ მისცა საკუთარ თავს საშუალება, ხელისუფლებასთან ერთად ყოფილიყო
ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა. ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა. "რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)