01:13 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 22:18:50, 1115 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს

დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და იმას, რაზეც შევთანხმდით, სრულად განახორციელებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, უკრაინის ფინანსური დახმარების გაწევაზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ არ გვიღალატებს და იმას, რაზეც შევთანხმდით, სრულად განახორციელებს. ჩვენ ველოდებით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები, რისთვის არის ეს, მათ იციან, როგორ იმოქმედებს გარკვეული თარიღების გადაწევა. მგონია, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და სენატორებთან ვიპოვე ურთიერთგაგება, ორივე მხარეს შევხვდით. ვნახოთ, საქმე ახლა თარიღებშია“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics