15:10 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 20:16:30, 775 ნახვა

პოლიტიკა
ხავიერ კოლომინა - გილოცავთ კანდიდატის სტატუსს - ველოდებით, რომ საქართველო ცხრა რეკომენდაციას შეასრულებს

გილოცავთ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას, ეს ისტორიული მომენტია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.

როგორც კოლომინამ აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველო შეასრულებს ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციას და განახორციელებს რეფორმებს, რომლებიც ასევე ნატოს მოთხოვნებს ემთხვევა.

„როგორც იცით, ეს ჩემი მეექვსე რეგიონული ვიზიტია 2023 წელს და ამჯერად განსაკუთრებით სასიამოვნოა ეს დაბრუნება. ვიზიარებ საქართველოს ხალხის, საქართველოს ხელისუფლების სიხარულს და გილოცავთ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე. ეს ძალიან კარგი სიახლე, ისტორიული მომენტია საქართველოსთვის, მაგრამ ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ვფიქრობ, ეს ქმნის მომენტს, რომლის გამოყენებაც უნდა გავაგრძელოთ 2024-შიც, რომელიც ასეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ეს გადაწყვეტილება. ველოდებით, რომ საქართველო შეასრულებს ცხრა ნაბიჯს, რეფორმებს, რომლის განხორციელებაც დევს ამ ცხრა ნაბიჯში და რომელიც ასევე ემთხვევა ნატო-ს მოთხოვნებს“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის განათლების შესაძლებლობები - პროგრამებზე მიღება დაიწყო
ბულგარეთის სანაპიროსთან დრონებმა კიდევ ორ სავაჭრო გემს შეუტიეს: ერთ-ერთი მათგანი ჩაიძირა
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics