|
2023-12-15 10:55:29, 1185 ნახვა
მსოფლიო
ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა
რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ბლოკის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს კიევთან მოლაპარაკებების დაწყებას გაწევრიანებაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტი დაბლოკა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ევროკავშირის სხვა 26 ლიდერი დათანხმდა დებატებზე დაბრუნებას მომავალი წლის დასაწყისში, რათა შეეცადონ კიევისთვის საჭირო მხარდაჭერაზე შეთანხმების მიღწევას. „ღამის ცვლის შედეგები: ვეტო უკრაინისთვის დამატებით ფულზე. ევროპულ საბჭოში ამ საკითხს მომავალ წელს, შესაბამისი მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, - წერს ორბანი X-ზე (ყოფილი Twitter-ზე). როგორც BBC წერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვეტო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც დაადასტურა, რომელიც ევროკავშირის ლიდერებთან მოლაპარაკებებს გვიან ღამემდე მართავდა. მიშელის თქმით, ევროკავშირის ლიდერებთან განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ლიდერებს „მეგაპაკეტის“ მიღება შესთავაზეს, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებსა და ევროკავშირის სოლიდარობის ფონდისა და თავდაცვის დაფინანსებას მოიცავდა. "ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი სახელმწიფო ვერ დათანხმდა. ამ „მეგაპაკეტს“ დათანხმდა დანარჩენი 26 ლიდერი, მათ შორის შვედეთიც, რომლის პრემიერ-მინისტრმა, შიდა პროცედურების შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება პარლამენტთან უნდა განიხილოს... ამ საკითხს მომავალი წლის დასაწყისშივე დავუბრუნდებით და ვეცდებით ერთსულოვნებას მივაღწიოთ, რომ ამ პაკეტის განხორციელება შესაძლებელი გახდეს", - განაცხადა მიშელმა. ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს 14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ წერილით მიმართა. წერილში, რომელიც "რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა, აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით". 4 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, ორბანი ასევე ახსენებს 2021-2027 წლების მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს გადახედვას და სთხოვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, არ მოიწვიოს საბჭოს შეხვედრა ამ საკითხების გადასაწყვეტად. 5 დეკემბერს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტისთვის, შარლ მიშელისთვის გაგზავნილი წერილის გამო, შარლ მიშელმა ჩინეთში ვიზიტი შეწყვიტა და ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან დისკუსიის გასაგრძელებლად დაბრუნდა. 6 დეკემბერს, უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Le Point-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "უკრაინა მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა". მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შორის არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მცირეხნიანი საუბარი შედგა. ზელენსკის განცხადებით, ვიქტორ ორბანს "გულწრფელად ესაუბრა", საუბარი კი "ევროპულ საქმეებს" ეხებოდა. აღნიშნულის, შემდეგ, ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის შემთხვევაში ევროკავშირი პროგრესულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, ანალოგიურად საქართველო-მოლდოვას შემთხვევაშიც უნდა მოხდარიყო. ამასთან, 13 დეკემბერს, ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატის სტატუსს და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, ხოლო გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, უკრაინასა და მოლდოვასთან კი, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)