10:38 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 23:19:00, 996 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს - ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

"მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად მაია სანდუს. ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ცნობსითვის, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics