|
2023-12-13 13:25:44, 793 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი Telegram-ზე ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სკანდინავიის ქვეყნების ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, შეხვედრის მთავარი თემა კი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განხილვა იქნება. „ოსლოში „უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის“ მეორე სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი. ნორვეგიის, დანიის, ისლანდიის, ფინეთისა და შვედეთის ლიდერებთან ერთად ვისაუბრებთ თავდაცვის გაძლიერებაზე, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ჩვენს საერთო ევროპულ მომავალზე. ასევე შევხვდები მის უდიდებულესობას, მეფე ჰარალდ V-ს. ვეწვევი სტორტინგს (ნორვეგიის პარლამენტი), სადაც ნორვეგიელ პოლიტიკოსებს გავესაუბრები. მადლობას ვუხდი ნორვეგიას ყველა დროული და პრინციპული მხარდაჭერისთვის, რომელიც მან უკრაინას სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან მოყოლებული მიაწოდა", - წერს ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)