|
2023-12-13 10:12:23, 654 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი - აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ
აშშ განაგრძობს უკრაინისთვის კრიტიკული იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას, ვიდრე ჩვენ ამას შევძლებთ,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, უკრაინის დასახმარებლად დაფინანსება გამოყოს. "პუტინი ფსონს დებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ვერ დაეხმარება. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის ცდება... თუკი, რუსი პროპაგანდისტები ზეიმობენ, შესაძლოა, დროა, გადახედოთ, რას აკეთებთ",- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებს 11 დეკემბერს ესტუმრა. ეს ზელენსკის აშშ-ში რიგით მესამე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინტონში ბოლოს მიმდინარე წლის სექტემბერში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)