12:07 - 08 May, 2026
|
2023-12-13 08:59:53, 1784 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ცნობით, რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, 10 წინააღმდეგი იყო, 23-მა კი თავი შეიკავა. გამოცემის ცნობითვე, გაეროში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ არ არის ნახსენები. „ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ტერორისტებს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის”, - განაცხადა ერდანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)