01:18 - 03 Jan, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-11 09:52:48, 752 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 339 850-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 339 850-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 11 დეკემბრის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 339 850;
  • ​ტანკი - 5 655;
  • ჯავშანტექნიკა - 10 560;
  • საარტილერიო სისტემა - 8 070;
  • სარაკეტო სისტემა - 919;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 605;
  • თვითმფრინავი - 324;
  • ვერტმფრენი - 324;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 6 154;
  • საკრუიზო რაკეტა - 1 586;
  • გემი/ნავი/კატარღა - 22;
  • წყალქვეშა ნავი - 1;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 10 636;
  • ​სპეციალური აღჭურვილობა - 1 168.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აწარმოებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საჰაერო სივრცის ჩაკეტვა მოჰყვა. რუსეთი უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევს, ბომბავს სამოქალაქო და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ოკუპანტს კონტრიერიშით პასუხობს უკრაინაც.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო სამინისტრო - შოკირებული ვართ ნიუ ორლეანში მომხდარი თავდასხმის გამო, მკაცრად ვგმობთ ყველანაირ ძალადობას
სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას
პოლონეთი უკრაინისთვის იარაღს ფარულად აწარმოებს - დიპლომატი
საქართველოს კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, გამჭვირვალე არჩევნებს შეუძლია - რასა იუკნევიჩიანე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics