07:40 - 27 Jul, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-02 14:13:42, 482 ნახვა

პოლიტიკა
ახალქალაქის საკრებულოში ენმ-ის ფრაქციის წევრები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ

ახალქალაქის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

ახალქალაქში საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა პარტიის არნახული დასუსტება გამოიწვია. 

„ჩვენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიით გასულ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს პარტიის ახალ მენეჯმენტთან შეგვექმნა გადაულახავი პრობლემები, რაც უკავშირდება პოლიტსაბჭოს დაშლის უკანონო გადაწყვეტილებასა და რაიონულ ორგანიზაციებში ფიქტიური არჩევნების ჩატარებას.

ახალი მენეჯმენტის და პირადად ხაბეიშვილის მცდარმა მიდგომებმა გამოიწვია პარტიის არნახული დასუსტება და ერთგული მომხრეების გარიყვა ჩვენი მოძრაობიდან. 

ჩამოთვლილ მიზეზთა გამო, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს პარტიის თავმჯდომარე, რათა დისკუსია ერთობაზე და პარტიის მებრძოლი წევრების რეინტეგრაცია გახდეს შესაძლებელი.

ამ პოზიციას იზიარებს და ხელს აწერს: საკრებულოს დეპუტატი შირვან შირინიანი; საკრებულოს დეპუტატი არმენ ჰუნანიანი; მელიქ რაისიანი; ანდრანიკ მამულიანი; ვართან ჩოკანდარიანი; არტურ მკოიანი; არმენ ჰაკობიანი; მიშა ჰაკობიანი და მთელი პარტიის შემადგენლობა არჩევნებამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, ზუგდიდის, ხობის, ფოთის, ცაგერის, ამბროლაურის, ქუთაისის, ჭიათურის, მცხეთის, კასპისა და ახალციხის საკრებულოებში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრები მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გადადგომისა და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების მოწოდებით გამოვიდნენ. 

29 ნოემბერს, ამავე მოწოდებას კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოების ენმ-ის ფრაქციები და თბილისის ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები შეუერთდნენ.

იმავე დღეს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილების საფუძველზე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს 20 ახალი წევრი დაემატა.

ცვლილების მიუხედავად, 30 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებიც შეუერთდნენ. მათი განცხადებით, ენმ-ში უნდა მოხდეს "სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე".




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ძლიერი წვიმის შედეგად რიკოთზე წყალი და ტალახი ჩამოვიდა [ვიდეო]
კირბი - კამალა ჰარისი ისრაელის საიმედო მეგობარია
ერდოღანი - მსოფლიომ დაინახა, როგორ დაუკრეს ტაში გენოციდურ მკვლელს აშშ-ის კონგრესში
ცესკოს თავმჯდომარემ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასა და მის წევრებს საარჩევნო სიახლეები გააცნო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics