2023-12-01 20:21:48, 503 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი და ირაკლი ქარსელაძე აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, მასაცუგუ ასაკავას ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს მაღალი რანგის სტუმარს შეხვდნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელი დირექტორი, დირექტორთა საბჭოს წევრი რეიჩელ ტომპსონი, აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იუჯინ ჟუკოვი, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ლესლი ბერმენ ლამი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე. "მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები და ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა. ეკონომიური გუნდის წევრებმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადეს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა ADB-სგან იღებს ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის, მათ შორისაა: საგზაო, რეგიონული და მუნიციპალური, ურბანული, ენერგეტიკისა და განათლების პროექტები. ხაზი გაესვა ADB-ის როლს კერძო სექტორის განვითარებაში. მინისტრებმა მაღალი რანგის სტუმარს გააცნეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა და რეფორმების დღის წესრიგი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ქვეყნის, როგორც სატრანზიტო, ლოგისტიკური, ისე ტურისტული პოტენციალის გაზრდისკენ, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოში, შუა დერეფნის მარშრუტებზე მოთხოვნის მატებასთან ერთად. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნების მშენებლობის კუთხით, აზიის განვითარების ბანკის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, კიდევ ერთხელ, აღნიშნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარების საქმეში, ასევე, ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც კლიმატური ცვლილებების პრობლემის მოგვარებისკენაა მიმართული. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს, რასაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელსაც მომავალი წლის მაისში თბილისი უმასპინძლებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), შსს ტაბულას ჟურნალისტს გზის გადაკეტვას ედავება როცა იგი ჟურნალისტურ საქმიენობას ასრულებდა
თავისუფლება ღირსებით, ოცნებისეულად - როგორ იბრძვის რეჟიმი გადარჩენისთვის
შსს ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს გზის გადაკეტვას ედავება აქციაზე, რომელსაც ის აშუქებდა
პროტესტის 70-ე დღე, აქციის მონაწილეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს
|
რედაქტორის რჩევით
თავისუფლება ღირსებით, ოცნებისეულად - როგორ იბრძვის რეჟიმი გადარჩენისთვის
ოცნების ადმინისტრაციული კანონი უფრო დრაკონული იქნება, ვიდრე რუსეთის და ბელორუსის
ომი უკრაინაშიდიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო
კრემლი აცხადებს, რომ გააქტიურდა კონტაქტები აშშ-სთან უკრაინაში მიმდინარე ომის გარშემო
ვიდეო/LIVE საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა - 3 თებერვალი, 2025
დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და საქართველო
მთავარი თემა
|